ვენტილაციის სისტემების გამართულად და სწორად ფუნქციონირება გადამწყვეტ როლს ასრულებს შენობის შიდა სივრცეებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მასში მცხოვრები ან მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

 

ნბ ჯგუფი გთვაზობთ მოწინავე სავენტილაციო სისტემებს, რაც უზრუნველჰყოფს მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას

 

 

სამრეწველო ვენტილატორები გამოიყენება სავენტილაციო სისტემების შესაქმნელად კომერციულ და სამრეწველო სივრცეებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში, რესტორნებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საწარმოებში და ა.შ.

 

საყოფაცხოვრებო ვენტილატორები უზრუნველყოფენ ჰაერის იძულებით მიწოდებასა და გამოყოფას საცხოვრებელ სივრცეებში. ისინი მონტაჟდება სავენტილაციო შახტებში ან არხებში და გამოიყენება ძირითადად სველი და დაბინძურებული ზონებისთვის, როგორიცაა აბაზანები, ტუალეტები და სამზარეულოები.

 

ჰაერის საჭირო ნაკადის, ასევე ვენტილატორების შესაბამისი რაოდენობისა და წარმადობის განსაზღვრა ხდება თითოეული სივრცისთვის ინდივიდუალურად, მავნე მინარევების (ნივთიერებების) და თბოდანაკარგების არსებობის გათვალისწინებით.

 

თუ მავნე მინარევების (ნივთიერებების) სახეობისა და რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, ჰაერის ცვლა განისაზღვრება მისი მიმოქცევის სიხშირის ჯერადობის მიხედვით.

L = V * K (3/სთ)

სადაც:

V – შენობის მოცულობა, მ³;

К – ჰაერის ჯერადობის მინიმალური კოეფიციენტი x 1 საათში,

იხილეთ ჰაერის მიმოქცევის სიხშირის ცხრილი.

 

როგორ განვსაზღვროთ შენობის მოცულობა?

საჭიროა შენობის საერთო მოცულობის გამოთვლა კუბურ მეტრებში.

ამისთვის გამოიყენება მარტივი ფორმულა:

 

სიგრძე x სიგანე x  სიმაღლე = შენობის მოცულობას

A x B x H = V (მ3)

 

მაგალითად: შენობის სიგრძე არის 7, სიგანე 4, ხოლო სიმაღლე 2,8.

ჰაერის მოცულობის განსაზღვრისთვის, რომელიც საჭიროა ამ სივრცის ვენტილაციისთვის, გამოვთვლით ოთახის საერთო მოცულობას: 7 х 4 х 2,8 = 78,4 ³.

შემდეგ, ქვემოთ მოცემული ჰაერის მიმოქცევის ჯერადობის სიხშირის რეკომენდებული ცხრილების გამოყენებით, განვსაზღვრავთ საჭირო ვენტილატორის წარმადობას.
  

ჰაერცვლის ჯერადობის დადგენა სივრცეში ადამიანების რაოდენობის მიხედვით

L = L1 x NL (მ3/სთ)

სადაც

L1 - ჰაერის ნორმა ერთ ადამიანზე, მ3/სთ x ად;

NL - ადამიანების რაოდენობა სივცეში

 

20-25 მ³/სთ ერთ ადამიანზე მინიმალური ფიზიკური აქტივობის დროს
45 მ³/სთ ერთ ადამიანზე მსუბუქი ფიზიკური მუშაობის დროს
60 მ³/სთ ერთ ადამიანზე მძიმე ფიზიკური მუშაობის დროს

 

ჰაერცვლის ჯერადობის დადგენა ტენიანობის გამოყოფისას
L= D / (dv-dn)
x ρ (მ3/სთ)

სადაც

D – გამოყოფილი ტენიანობის რაოდენობა, გრ/სთ;
dv – გასატანი ჰაერის ტენიანობის შემცველობა, გრ წყალი/კგ ჰაერზე;
dn – შემოსატანი ჰაერის ტენიანობის შემცველობა, გრ წყალი/კგ ჰაერზე;
ρ – ჰაერის სიმკვრივე, კგ/მ³ (20° С -ში = 1,205 კგ/მ³);
 

ჰაერცვლის დადგენა ზედმეტ სითბოს წარმოშობის ასაშორებლად

L= Q / ρ * Cp*(tv-tn) (კგ/მ³)

სადაც

Q – სითბოს გამოყოფა ოთახში, კვტ;
tv – გასატანი ჰაერის ტემპერატურა, °С;
tn – შემომავალი ჰაერის ტემპერატურა, °С;
ρ – ჰაერის სიმკვრივე, კგ/მ³ (თუ 20°C = 1,205 კგ/მ³);
Cp – ჰაერის თბოტევადობა, კჯ/(კგ·К) (თუ 20°C; Cp = 1,005 კჯ/(კგ·К))

 

 

      ჰაერის მიმოქცევის ჯერადობის სიხშირის ცხრილი

 

     ინდუსტრიალური სივრცეები

ჰაერცვლის ჯერადობა

თიატრი, კინოთეატრი, კონფერენც დარბაზი

20–40 მ³ თითო ადამიანზე

საოფისე ფართი

5–7

ბანკი

2–4

რესტორანი, ბარი, კაფე

9–11

კაფე/რესტორანის სამზარეულო

10–15

უნივერსალური მაღაზია

1,5–3

სავაჭრო ობიექტი

3

ავტოსახელოსნო

6–8

საჯარო ტუალეტი

10–12 (ან 100 მ³ 1 უნიტაზისთვის)

სპორტული დარბაზი

მინ. 80 მ³ თითო აქტიური ად. და მინ.

20 მ³ თითო მაყურებლისთვის

საწყობი

1–2

საცურაო აუზი

10–20

ინდუსტრიალური სამღებრო

25–40

საამქრო

3–5

საკლასო ოთახი

3–8

     საყოფაცხოვრებო

ბინა/სასტუმრო ოთახი

3 მ³/სთ თითო 1 მ² საცხოვრებელი ფართისთვის

სამზარეულო

6–8

აბაზანა

7-9

საპირფარეშო

8–10

ავტოფარეხი

4-8

სარდაფი

4-6