BDTX - მრგვალი არხული ვენტილატორი

BDTX - BVN-ის მრგვალი არხული ცენტრიდანული ვენტილატორი უკან მოხრილი ფრთებით. მწარმოებლის განმარტებით, ის განკუთვნილია მცირე და საშუალო მოცულობის ვენტილაციისთვის არხულ სისტემებში, სადაც სამონტაჟო სივრცე შეზღუდულია.

კონსტრუქცია

  • კორპუსი და ფრთიანი თვალი მაღალი ხარისხის მოთუთიებული ფოლადისგან;
  • დახურული კონსტრუქციის გარე როტორიანი AC ძრავა (1~230 V), დაცვის კლასი IP44;
  • შეკვეთით მზადდება თერმული დაცვით;
  • მონტაჟდება ნებისმიერ მდგომარეობაში, სამაგრი ფეხებით კედელზეც. ჰაერსატართან უერთდება ხამუთით;
  • სიჩქარე რეგულირდება ძაბვის რეგულატორით (BSC).

მახასიათებლები (მწარმოებლის მონაცემებით)

  • ზომები (ჰაერსატარის დიამეტრი): 100, 125, 150, 160, 200, 250, 315 და 355 მმ;
  • ჰაერის ხარჯი: 240-დან 2 620 მ³/სთ-მდე, ზომის მიხედვით;
  • მაქსიმალური სტატიკური წნევა: 255-870 პა;
  • სიმძლავრე: 60-445 ვტ, ხმაური: 43-54 დბ(A) 3 მ მანძილზე;
  • გადასატანი ჰაერის ტემპერატურა: მაქსიმუმ 55°C.

ცხიმიან გარემოში მწარმოებელი ცხიმდამჭერი ფილტრით გამოყენებას ურჩევს. სამზარეულოს გამწოვისთვის იხილეთ BKEF სერია, მეტი წნევისა და ეფექტურობისთვის კი BDTX-EC EC ძრავით. სხვა მოდელები: არხული ვენტილატორები. ზომის შესარჩევად დაუკავშირდით NB Group-ის ინჟინერს. მწარმოებლის კატალოგი (BVN)

ტექნიკური მონაცემები (მწარმოებელი)