HDTA - ჭერის მრგვალი დიფუზორი
HDTA მრგვალი ჭერის დიფუზორები გამოიყენება საავადმყოფოებში, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, მაღაზიებში, საკონფერენციო დარბაზებში, ოფისებსა და ბანკის ფილიალებში. მათი დანიშნულებაა კონდიცირებული ჰაერის თანაბარი განაწილება და ნამუშევარი ჰაერის გაწოვა.
განკუთვნილია 3-4 მეტრი ჭერის სიმაღლის სივრცეებისთვის და ჭერში მონტაჟდება. ფრთების კონსტრუქცია ჰაერს ჭერის გასწვრივ აწვდის. რეგულირებისთვის შესაძლებელია დამპერის დამატება.



