HSD - სლოტ დიფუზორი

  • HSD-R: სლოტ დიფუზორი დამპერით, გამწოვი ხაზისთვის;
  • HSD-S: სლოტ დიფუზორი დამპერით და მიმმართველი ფრთებით, მიწოდების ხაზისთვის.

HSD სლოტ დიფუზორები კონდიცირებული ჰაერის მიწოდებისა და გაწოვისთვისაა შექმნილი. პლენუმ ყუთზე პირდაპირ მონტაჟდება ხიდის საშუალებით. მზადდება 1, 2, 3 და 4 სლოტით, შეკვეთით სლოტების რაოდენობა იზრდება.

დამაგრძელებელი ელემენტით რამდენიმე დიფუზორი ერთ უწყვეტ ხაზად გამოიყურება. თითოეულ სლოტს ორი მიმმართველი ფრთა აქვს. სტანდარტული მოდელი დამპერით მზადდება. გამოიყენება მხოლოდ პირველი კლასის ალუმინის პროფილი.