HTD - ტურბულენტური დიფუზორი
- HTD-A: ტურბულენტური დიფუზორი ფიქსირებული ფრთებით;
- HTD-B: ტურბულენტური დიფუზორი რეგულირებადი ფრთებით.
HTD ტურბულენტური დიფუზორები ჰაერის გრიგალური ეფექტით ოპტიმალურად ანაწილებს ნაკადს. რეკომენდებულია სივრცეებისთვის, სადაც ჭერის სიმაღლე მინიმუმ 3.5 მეტრია: სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები და თეატრები, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები.
მზადდება ფიქსირებული ფრთებით, ან ზამთრისა და ზაფხულის რეჟიმისთვის მოძრავი ფრთებით, რომლებიც ხელით ან სერვოძრავით რეგულირდება. გამოიყენება მხოლოდ პირველი კლასის ალუმინის პროფილი.



